| | სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა მოიცავს სამართლებრივი შინაარსის ელექტრონულ და მატერიალურ ლიტერატურას. ჩვენი ბიბლიოთეკა უფასოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. მადლობა, რომ ჩვენი მკითხველი ხართ.
ბიბლიოთეკით სარგებლობისათვის გაიარეთ რეგისტრაცია (ერთჯერადად), შემდეგ კი ავტორიზაცია.
რეგისტრაცია | ავტორიზაცია | პასვორდის აღდგენა | |
|
|
 |  სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (სებ) დაემატა საიუბილეო კრებული - „რევაზ გოგშელიძე 65“ | სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (სებ) დაემატა საიუბილეო კრებული - „რევაზ გოგშელიძე 65“ 2022-06-24 | სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (სებ) დაემატა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საიუბილეო კრებული - „რევაზ გოგშელიძე 65“.
გამოცემა ეძღვნება ამავე ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების აწგარდაცვლილი პროფესორის, რევაზ გოგშელიძის 65 წლის იუბილეს. კრებული დახმარებას გაუწევს სწავლულ იურისტებსა და პრაქტიკოსებს, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სამართლის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.
კრებულის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი ამირანაშვილს.
კრებული მოიცავს შემდეგ სტატიებს -
სისხლის სამართალი:
„ტრიაჟი და მოვალეობათა კოლიზია პანდემიის პირობებში“
ავტორი: ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხი (გვ. 21);
„ქმედების შემადგენლობისა და მართლწინააღმდეგობის, განზრახვისა და ბრალის მიმართების საკითხისათვის“
ავტორი: ნონა თოდუა (გვ. 51);
„სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ ბავშვთა მართლსაწინააღმდეგო (რთული) ქცევის საკანონმდებლო რეგულირება“
ავტორი: ირინე ხერხეულიძე (გვ. 66);
„ერთიანი მართლწესრიგის პრინციპი და ქმედების მართლწინააღმდეგობის საკითხი“
ავტორი: თემურ ცქიტიშვილი (გვ. 109);
„ერთგვაროვანი კვალიფიკაციის საჭიროება ოჯახური ძალადობის საქმეებზე“
ავტორი: ბადრი კოჭლამაზაშვილი (გვ. 141);
„პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით ცალკეულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად იქცა“
ავტორი: შოთა ბიჭია (გვ. 173)’
სისხლის სამართლის პროცესი:
„კონტროლის მექანიზმები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე“
ავტორი: ირინა აქუბარდია (გვ. 199);
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ზოგიერთ კონცეპტუალურ საკითხთან დაკავშირებით“
ავტორი: გია მეფარიშვილი (გვ. 233);
„აღკვეთის ღონისძიებების სახით პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა (თანამედროვე ტენდენციების შედარებითი ანალიზის საფუძველზე)“
ავტორი: ჯემალ გაბელია (გვ. 251);
„სისხლის სამართლის პროცესისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ურთიერთკავშირის პრობლემები“
ავტორი: დარეჯან ლეკიაშვილი (გვ. 278);
კრიმინოლოგია:
„პოლიციელი, როგორც მსხვერპლი“
ავტორები: მორის შალიკაშვილი, ხატია თანდილაშვილი (გვ. 291);
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი:
„სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამოსამართლო სამართალში“
ავტორი: ლადო ჭანტურია (გვ. 311);
საჯარო სამართალი:
„საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (2017 წ.) და საკონსტიტუციო სასამართლო“
ავტორი: ჯონი ხეცურიანი (გვ. 326);
„გამოხატვის თავისუფლების „საკასაციო უპირატესობა““
ავტორი: გიორგი ამირანაშვილი (გვ. 356);
„დავა განსჯადობაზე ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით“
ავტორი: შალვა ყიფშიძე (გვ. 367);
კერძო სამართალი
„საკასაციო საჩივრის საფუძვლები. სამოქალაქო პროცესის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“
ავტორი: ვალერი ხრუსტალი (გვ. 398);
„საკრედიტო ურთიერთობათა განვითარების ძირითადი ეტაპები“
ავტორები: რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია (გვ. 412);
„გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული დანაშაულები საქართველოში“
ავტორი: სერგი ჯორბენაძე (გვ. 424);
„პირადი ცხოვრების დაცვის იდეა წარმოშობიდან დღემდე“
ავტორი: მიხეილ ბიჭია (გვ. 439);
„სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელთან დადებული ხელშეკრულების შრომითსამართლებრივი ბუნება“
ავტორი: ნაზი ვარაზაშვილი (გვ. 467);
„ნების გამოვლენა “Emoticon” სიმბოლოებისა და ემოჯის საშუალებით“
ავტორი: ნიკა ჯაშიაშვილი (გვ. 509);
„ЛАЗЕРНЫЕ ТЕХНОЛОГИИ НА СЛУЖБЕ ОБЕСПЕЧЕНИЯ ЗАКОННОСТИ ОБОРОТА ДРАГОЦЕННЫХ КАМНЕЙ„
ავტორი: Гия БАХТАДЗЕ (გვ. 534);
სამართლის ისტორია:
„პირველი ქართველი პროკურორები (XIX საუკუნის I მეოთხედი)“
ავტორი: გოჩა ფერაძე (გვ. 555).
|
 სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა "ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დისტანციური მართლმსაჯულების პრაქტიკული სახელმძღვანელო" | სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას დაემატა "ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დისტანციური მართლმსაჯულების პრაქტიკული სახელმძღვანელო" 2022-06-21 | სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (სებ) დაემატა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინიციატივის (ცაესის) ინსტიტუტის (The CEELI Institute) ახალი გამოცემის - "ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დისტანციური მართლმსაჯულების პრაქტიკული სახელმძღვანელოს" ქართული ვერსია.
სახელმძღვანელო ქართულ ენაზე თარგმნა თამარ ჭალიძემ.
გამოცემის ქართული ვერსიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მის ავტორს. |
|
|
|