პროგრამა საშუალებას გაძლევთ დამოუკიდებლად გამოთვალოთ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა
მოგესალმებით

წარმოგიდგენთ სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამას.
პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გამოთვლა შესაბამისი არითმეტიკული ოპერაციის ჩატარების გარეშე.
პროგრამა სასამართლოს მოხელეებსა და პრაქტიკოს იურისტებს დაემხარება ტექნიკური სამუშაოს შესრულებაში. იგი განსაკუთრებით სასარგებლო არის თვითდამცველი პირებისათვის (self-defendents).
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბაჟის პროგრამული გამოთვლა წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებში.
ვიმედოვნეთ, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს უფრო სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების განვითარებას.
თუკი აღმოაჩენთ ხარვეზს, გაგიჩნდებათ კითხვა ან გაქვთ წინადადება პროგრამის გასაუმჯობესებლად, გთხოვთ, მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tbappeal@court.ge
ჩვენ ყველა თქვენს მომართვას გულმოდგინედ განვიხილავთ.
გაითვალისწინეთ, რომ მოცემულ პროგრამაში წარმოდგენილი მონაცემები და გათვლები ეფუძნება მხოლოდ მის ავტორთა განსჯას.
პროგრამაში წარმოდგენილ ან/და გენერირებულ ინფორმაციას არ გააჩნია სავალდებულო ძალა სასამართლოსათვის.

გისურვებთ წარმატებებს.

პატივისცემით
თბილისის სააპელაციო სასამართლო
თავმჯდომარის ბიურო


თბილისის სააპელაციო სასამართლო
თავმჯდომარის ბიურო
I ვერსია. პროგრამის ბოლო განახლების თარიღი (30.12.2010)